Monday, December 17, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

 პროექტის  თემა:  მსოფლიო საოცრებები


პროექტის მთავარი იდეა: მსოფლიო ცივილიზაციის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა;
 
     პროექტის აქტუალობა:   მოსწავლეები ეზიარებიან მსოფლიო ცივილიზაციის უძველესი ხელოვნების ნიმუშებს.ახლებურად გაიაზრებენ და აღიქვამენ უძველეს და თანამედროვე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს, გაავლებენ პარალელებს თანამედროვეობასთან. შეადარებენ და დააჯგუფებენ მოძიებულ მასალას. ამით გაიზრდება მოსწავლეთა ინტერესი,მოტივაცია და განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები.

პროექტის მიზანი: გაეცნობიან მსოფლიოს უდიდეს საოცრებებს, რას ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას და მათი ინტელექტის ამაღლებას. გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, მოძიებული მასალის დახარისხების და სათანადოდ გამოყენების,   ჯგუფებში მუშაობის და კომუნიკაციის უნარ- ჩვევები .

  მონაწილეთა ასაკი;    8 წელი, მე-3 კლასი.

  ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა

  მოსალოდნელი შედეგები:   ასახელებენ,ახასიათებენ, განასხვავებენ, აკავშირებენ თემას ტექსტთან და მოძიებულ მასალასთან. საუბრობენ კონტექსტის მიხედვით. მსჯელობენ მსგავსება-განსხვავებაზე, აკეთებენ პრეზენტაციებს, სარგებლობენ ინტერნეტის საძიებო პროგრამებით.

  პროექტისათვის საჭირო რესურსები:  ინტერნეტი,ლიტერატურა ,, მსოფლიოს 7 საოცრება,"  ,, მსოფლიოს უდიდესი საოცრებები'.  ფორმატის ფურცლები და ფლომასტერები.

 პროექის მსვლელობა:

 ა) ჯგუფების ჩამოყალიბება  და  სათანადო  დავალებების მიცემა;
 ბ) სამუშაო ვადის განსაზღვრა;
 გ)  თანამშრომლობა პროექტზე მუშაობის დროს-კონსულტაციები.
დ) პრეზენტაციისათვის მზადება ( შეგროვილი მასალის  საპრეზენტაციოდ მომზადება).
ე)  ჯგუფების პრეზენტაცია.
ვ) პროექტის შეჯამება-შეფასება.


საგნებთან კავშირი:  ხელოვნება, გეოგრაფია, ისტორია.

პროექტის ხელმძღვანელი:  როზა კაკულია

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:   rozakakulia55@gmail.com

პროექტის ბლოგი:  rozakakulia.blogspot.com


 

4 comments:

  1. საყვარელო როზიკო აღფრთოვანებული ვარ თქვენი ნამუშევრით . გისურვებთ წარმატებებს კომპიუტერულ სიბრცეში და უპირველესად პირად ცხოვრებაში. გაკოცეთ ბევრი. პატივისცემით მარინა მორჩილაძე.

    ReplyDelete
  2. გმადლოდ, ყურადღებისთვის

    ReplyDelete
  3. ქალბოტონო როზა ძალიან მომეწონა, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, მიხარია რომ, თქვენისთანა კოლექტივში მოვხვდი, ანუკი

    ReplyDelete